სისხლიანი დილა კიევში - რუსებმა მაღალსართულიან კორპუსებს დაატყეს: არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

სისხლიანი დილა კიევში - რუსებმა მაღალსართულიან კორპუსებს დაატყეს: არის მსხვერპლი

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნეპროვსკის რაიონში, სადაც დრონმა 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, ხანძარი გაჩნდა.

ასევე პეჩერსკის რაიონში, სადაც დრონმა 24-სართულიან არასაცხოვრებელ შენობას დაარტყა, 23-ე და 24-ე სართულები დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმის შედეგად დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეუწყდა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა