სისხლიანი დილა კიევში - რუსებმა მაღალსართულიან კორპუსებს დაატყეს: არის მსხვერპლი
რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნეპროვსკის რაიონში, სადაც დრონმა 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა, ხანძარი გაჩნდა.
ასევე პეჩერსკის რაიონში, სადაც დრონმა 24-სართულიან არასაცხოვრებელ შენობას დაარტყა, 23-ე და 24-ე სართულები დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმის შედეგად დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეუწყდა.
"ინტერპრესნიუსი"