ირანში პროტესტი უფრო მასშტაბური გახდა - უსაფრთხოების ძალებმა 45 დემონსტრანტი მოკლეს
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. დასავლური მედია იუწყება, რომ ხუთშაბათს ირანში ანტისამთავრობო პროტესტებმა ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მოიკიდა ფეხი.
ნორვეგიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, "Iran Human Rights"-ის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს დაწყებული არეულობის შემდეგ ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ 45 დემონსტრანტია მოკლული.
ხუთშაბათსაც თეირანში მასობრივი პროტესტი გაიმართა. საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მიერ გადამოწმებული სოციალური ქსელების ფოტოებზე ჩანს, რომ დემონსტრანტები შეიკრიბნენ ბულვარზე - ირანის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ მთავარ გამზირზე.
პროტესტები დაფიქსირდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის დასავლეთ ირანში მდებარე ქურთულ რაიონებში, ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში.
პროტესტის ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით გაითიშა ინტერნეტი.
"ინტერპრესნიუსი"