"დიახ, კადრებში ჩანს, რომ ორბელიანის სასახლის ეზოში ხელს ვიქნევ, ეს და სხვა ყველა მოქმედება - სამედიცინო მოქმედება იყო" - ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბერზე
ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, რომ ჩემი იქ შესვლით გარკვეული რაოდენობის ადამიანი გადავარჩინე,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ექიმმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენების დროს არ დაფიქრებულა, ისე გააკეთა ყველაფერი, თუმცა აცხადებს, რომ დღესაც იმავეს გააკეთებდა.
„კადრებში ჩანს, რომ მე სასახლის [პრეზიდენტის ადმინისტრაციის] ეზოში ვარ და ამას არც უარვყოფ. ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, რომ ჩემი იქ შესვლით გარკვეული რაოდენობის ადამიანი გადავარჩინე. დღესაც იმავეს გავაკეთებდი, მაშინ არ დავფიქრებულვარ, ისე გავაკეთე ყველაფერი.
დიახ, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, ეს და სხვა ყველა მოქმედება - სამედიცინო მოქმედება იყო. ყველაფერი, რაც მე გავაკეთე სასიკეთოდ იყო გაკეთებული. იქ ჩხუბი და დავიდარაბა არ ყოფილა“,- განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"