"აშშ - კოლუმბია ომის რეალური საფრთხე არსებობს" - კოლუმბიის პრეზიდენტი ჯუნგლებში გასვლით იმუქრება?! - კვირის პალიტრა

"აშშ - კოლუმბია ომის რეალური საფრთხე არსებობს" - კოლუმბიის პრეზიდენტი ჯუნგლებში გასვლით იმუქრება?!

კოლუმბიის პრეზიდენტის გუსტავო პეტროს განცხადებით, კოლუმბიის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებების რეალური საფრთხე არსებობს.

კითხვაზე, თუ როგორ დაიცავს კოლუმბია თავს აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, პეტრომ უპასუხა, რომ ურჩევნია დიალოგი და რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, დასძინა: „კოლუმბიის ისტორია აჩვენებს, თუ როგორ პასუხს სცემდა ის დიდ არმიებს“.

„საქმე არ ეხება დიდ არმიასთან ისეთი იარაღით დაპირისპირებას, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ საჰაერო თავდაცვაც კი არ გვაქვს. ამის ნაცვლად, ჩვენ ვენდობით მასებს, ჩვენს მთებსა და ჩვენს ჯუნგლებს, როგორც ყოველთვის“, - აღნიშნა გუსტავო პეტრომ.

ამასთან, კოლუმბიის პრეზიდენტმა უარყო დონალდ ტრამპის ბრალდებები, რომ მას კოკაინის დამზადება და შეერთებულ შტატებში გაყიდვა უყვარს.

„ყოველთვის დასტურდება, რომ მე ამაში ჩართული არ ვარ. 20 წელია ნარკოკარტელების წინააღმდეგ ვიბრძვი“, - აღნიშნა გუსტავო პეტრომ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა