სუპერმარკეტებში კვერცხი გაძვირდა - რას ამბობენ მწარმოებლები: "ჯერ 1 თეთრითაც არ მოგვიმატებია ფასი და მაღაზიებში რა ხდება, ვერ გეტყვით" - კვირის პალიტრა

სუპერმარკეტებში კვერცხი გაძვირდა - რას ამბობენ მწარმოებლები: "ჯერ 1 თეთრითაც არ მოგვიმატებია ფასი და მაღაზიებში რა ხდება, ვერ გეტყვით"

სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში დახ­ლებ­ზე გაძ­ვი­რე­ბუ­ლი კვერ­ცხი დახ­ვდათ. რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის კვერ­ცხში ახლა 50-დან 75 თეთ­რამ­დე მე­ტის გა­დახ­და უწევთ. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა­ზე იაფი კვერ­ცხი, 10-ცა­ლი­ან შე­ფუთ­ვა 4 ლარი ღირ­და, ამ­ჯე­რად მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4.75 ლა­რია. ასე­ვე 5.80-ლა­რი­დან 6.50 ლა­რამ­დე გაძ­ვირ­და შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ის კვერ­ცხი.

ცნო­ბის­თვის, „ბიზ­ნესპრე­ნი­უ­სი“ უკვე წერ­და, რომ მწარ­მო­ებ­ლე­ბი ახა­ლი წლის შემ­დეგ კვერ­ცხის 2 თეთ­რით გაძ­ვი­რე­ბას აპი­რებ­დნენ. თუმ­ცა, რო­გორც მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ზუ­რაბ უჩუმ­ბე­გაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ჯერ­ჯე­რო­ბით მათი მხრი­დან ფა­სის მა­ტე­ბა არ მომ­ხდა­რა და კო­რექ­ტი­რე­ბას იან­ვრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან გეგ­მა­ვენ.

მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი არ აკონ­კრე­ტებს, კი­დევ რამ­დე­ნი თეთ­რით შე­იძ­ლე­ბა გაძ­ვირ­დეს პრო­დუქ­ტი.

"ჯერ ჩვე­ნი მხრი­დან არა­ფე­რი არ არის მო­მა­ტე­ბუ­ლი. ვთქვით კი­დეც, რომ იან­ვრის ბო­ლო­დან იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი და ახალ წელს არ მო­ვუ­მა­ტებ­დით არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში. ჩვენ­გან, მწარ­მო­ებ­ლე­ბის­გან ისევ ძვე­ლი ფა­სე­ბია და მა­ღა­ზი­ებ­ში რა ხდე­ბა, ვერ გე­ტყვით. ჯერ 1 თეთ­რით არ მოგ­ვი­მა­ტე­ბია ფასი არა­ფერ­ზე. ჩვენ ვა­წარ­მო­ებთ, ვაწ­ვდით და სა­ბო­ლოო ფასს უკვე მარ­კე­ტი წყვეტს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა