"სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ირინა სარიშვილი, ვალერი გელბახიანი, თემურ ალასანია...ეს სამი გვარი, და საღი აზრისგან სრულიად გამოფიტული "ნაცმოძრაობა", ჩემთვის საკმარისია ვიფიქრო, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ", - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
".ამას ემსახურებოდა 4 ოქტომბრის ავანტიურა. ამას ემსახურება ვალერი გელბახიანის განცხადება, თითქოს ტრამპი კონკრეტულად საააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს (თუ/როცა მოითხოვს, ყველა პოლიტპატიმარს მოითხოვს - იტყუება გელბახიანი)" - წერს ჩერგოლეიშვილი.