"ყვავილი რომ ისროლა, მე ვარ" - 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული დავით ღურწკაია
ყვავილი რომ ისროლა, მე ვარ, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა დათო ღურწკაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სხდომაზე პროკურატურას თითოეული ბრალდებულის წინააღმდეგ ვიდეომასალა აქვს წარმოდგენილი. სწორედ აღნიშნულის გამოკვლევისას, სადაც ჩანს, რომ დავით ღურწკაია ყვავილს ისვრის, ბრალდებულმა თავად განაცხადა, რომ აღნიშნული პირი თვითონ იყო.
„ბრალში გიწერიათ, პოლიციელებზე იძალადაო. დადგენილი გაქვთ, რა ყვავილია?",- მიმართა ბრალდებულის ადვოკატმა, შოთა კახიძემ პროკურორებს, რის შემდეგაც, პროკურორმა განმარტა, რომ "იგივე ფორმით ჩაცმული პიროვნება სხვა პირებთან ერთად სასახლის ეზოშია შესული".
"ინტერპრესნიუსი"