"წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევმა პირს უძრავი ქონებები იპოთეკით დაატვირთვინა და ფულს მოტყუებით დაეუფლა" - პროკურატურა - კვირის პალიტრა

"წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევმა პირს უძრავი ქონებები იპოთეკით დაატვირთვინა და ფულს მოტყუებით დაეუფლა" - პროკურატურა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, დაზარალებული დაარწმუნა, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდა და მომგებიანი ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას შეძლებდა. ამ დაპირებით, დაზარალებულს უძრავი ქონებები იპოთეკით დაატვირთვინა, ხოლო მიღებულ თანხებს მოტყუებით დაეუფლა ისე, რომ ფორმალურად ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

„გარდა ამისა, ბრალდებულმა საკუთარ სახელზე მოტყუებით გადმოიფორმა დაზარალებულის საკუთრებაში არსებული 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, გაასხვისა მესამე პირზე და მიღებულ თანხა სრულად მიისაკუთრა.

ბრალდებულის ქმედებების შედეგად დაზარალებულს 358 184.26 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა", - აცხადებენ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა