"თქვენი გუნდი ამბობდა, რომ „რუსებმა წაგვლეკეს“, ახლა სად არიან ეს რუსები? წაგვლეკეს? აღარ ვარსებობთ?" - ბექა დავითულიანი "ლელოს" - კვირის პალიტრა

"თქვენი გუნდი ამბობდა, რომ „რუსებმა წაგვლეკეს“, ახლა სად არიან ეს რუსები? წაგვლეკეს? აღარ ვარსებობთ?" - ბექა დავითულიანი "ლელოს"

[„იგლ ჰილსი“] საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდისაა. როდესაც ასეთი ბრენდი შემოდის, შემდეგ სხვებიც მოჰყვებიან, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ბექა დავითულიანმა სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 6 მილიარდის ინვესტიცია „ვითომდა“ არსად და არასდროს არ არის.

„ის ინვესტიცია [„იგლ ჰილსი“] „ვითომდა“ ინვესტიცია არ არის და არის სწორი ინვესტიციაა, რადგან საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდისაა. როდესაც ასეთი ბრენდი შემოდის, შემდეგ სხვებიც მოჰყვებიან. 6 მილიარდი „ვითომდა“ არსად და არასდროს არ არის...

7-8%-იანი დროებითი მაცხოვრებლის სტატუსი ჯერჯერობით ამ ქვეყნისთვის პრობლემა არ არის. გვახსოვს ის ისტერია, როდესაც თქვენი პოლიტიკური გუნდი [„ლელო - ძლიერი საქართველო“] ამბობდა, რომ აი, რუსებმა წაგვლეკეს და ახლა სად არიან ეს რუსები? წაგვლეკეს? აღარ ვარსებობთ? ის 7-8%-იანი სტატისტიკაც იმ ფარგლებშია, რაც კონტროლირებადია.

რაც შეეხება დემოგრაფიას, დემოგრაფიული პრობლემა დგას ისევე, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ჩვენთან, როგორც მცირე ერისთვის პრობლემად დგას და საზრუნავი გვაქვს, მაგრამ იმ ნაწილში ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებ უცხოელებზე ისეთი სტატისტიკა გვაქვს, რომ უსაფრთხოების რამე პრობლემას გვიქმნის“, - განაცხადა დავითულიანმა.

ამასთან, დავითულიანმა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ დეპუტატს, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ეთანხმება და „ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და ისეთი სიტყვები არ უნდა ვაკადროთ, რომელიც შეგვეხება მორალურად და ადამიანურად“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა