"ვენესუელაზე თავდასხმების მეორე ტალღა გავაუქმე" - დონალდ ტრამპი - კვირის პალიტრა

"ვენესუელაზე თავდასხმების მეორე ტალღა გავაუქმე" - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ვენესუელაზე თავდასხმების მეორე ტალღა გააუქმა.

ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვენესუელამ, „მშვიდობის ძიების ნიშნად“, დიდი რაოდენობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო.

„ვენესუელა „მშვიდობის ძიების“ ნიშნად უამრავ პოლიტპატიმარს ათავისუფლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჟესტია. აშშ და ვენესუელა კარგად თანამშრომლობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათი ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის გაცილებით დიდ, უკეთეს და თანამედროვე სახით აღდგენას“, - განაცხადა ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა