პენსილვანიაში ეძებენ 22 წლის რობა გასიტაშვილს, რომელიც ბრალდებულია 3 ადამიანისთვის მანქანის განზრახ დაჯახებაში - რა ინფორმაცია ვრცელდება? - კვირის პალიტრა

პენსილვანიაში ეძებენ 22 წლის რობა გასიტაშვილს, რომელიც ბრალდებულია 3 ადამიანისთვის მანქანის განზრახ დაჯახებაში - რა ინფორმაცია ვრცელდება?

აშშ-ში, პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის ბაქ­სის ოლ­ქის პო­ლი­ცია ეძებს მძღოლს, რო­მელ­მაც, მათი თქმით, ახა­ლი წლის დღეს “Feasterville“- ის კლუ­ბი­სა და ლა­უნ­ჯის ავ­ტო­სად­გომ­ზე მყოფ ქვე­ით­თა ჯგუფს მან­ქა­ნა გან­ზრახ და­ა­ჯა­ხა, რის შე­დე­გად 29 წლის მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ძებ­ნა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში მცხოვ­რებ 22 წლის რობა გა­სი­ტაშ­ვილ­ზე, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს cbsnews-ი.

და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლის გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს შე­ნო­ბა წარ­წე­რით "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის სახ­ლი",

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის პირ­ვე­ლი იან­ვრის ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩანს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის ორი სა­ათ­ზე, რო­გორ მარ­თავს გა­სი­ტაშ­ვი­ლი თეთრ Volkswagen Jetta Hive Lounge-ის ავ­ტო­სად­გომ­ზე. “შემ­დეგ ის ავ­ტო­სად­გომ­ზე მყო­ფი ხუთი ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ზრახ აჩ­ქა­რებს ავ­ტო­მო­ბილს, ეჯა­ხე­ბა სამ ადა­მი­ანს და ორ ავ­ტო­მო­ბილს აზი­ა­ნებს, ამის შემ­დეგ მძღო­ლი აგ­რძე­ლებს შე­ნო­ბის გარ­შე­მო წრის დარ­ტყმას ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ­ლებ­მაც ძლივს ახერ­ხე­ბენ შე­ჯა­ხე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას". ვრცლად