პენსილვანიაში ეძებენ 22 წლის რობა გასიტაშვილს, რომელიც ბრალდებულია 3 ადამიანისთვის მანქანის განზრახ დაჯახებაში - რა ინფორმაცია ვრცელდება?
აშშ-ში, პენსილვანიის შტატის ბაქსის ოლქის პოლიცია ეძებს მძღოლს, რომელმაც, მათი თქმით, ახალი წლის დღეს “Feasterville“- ის კლუბისა და ლაუნჯის ავტოსადგომზე მყოფ ქვეითთა ჯგუფს მანქანა განზრახ დააჯახა, რის შედეგად 29 წლის მამაკაცი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
სამართალდამცავების განცხადებით, ძებნა გამოცხადებულია ფილადელფიაში მცხოვრებ 22 წლის რობა გასიტაშვილზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს cbsnews-ი.
დანაშაულის ადგილის გავრცელებულ კადრებში ჩანს შენობა წარწერით "ქართული ღვინის სახლი",
პოლიციის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების პირველი იანვრის ჩანაწერებში ჩანს, დაახლოებით ღამის ორი საათზე, როგორ მართავს გასიტაშვილი თეთრ Volkswagen Jetta Hive Lounge-ის ავტოსადგომზე. “შემდეგ ის ავტოსადგომზე მყოფი ხუთი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის მიმართულებით განზრახ აჩქარებს ავტომობილს, ეჯახება სამ ადამიანს და ორ ავტომობილს აზიანებს, ამის შემდეგ მძღოლი აგრძელებს შენობის გარშემო წრის დარტყმას ქვეითად მოსიარულეების მიმართულებით, რომლებმაც ძლივს ახერხებენ შეჯახების თავიდან აცილებას". ვრცლად