ილია თოფურიამ ყოფილ მეუღლესთან პირველი სასამართლო ბრძოლა მოიგო - რას ითხოვდა ჯორჯინა უზკატეგი და რატომ აუკრძალა მოსამართლემ ბავშვს ესპანეთის დატოვება? - კვირის პალიტრა

ილია თოფურიამ ყოფილ მეუღლესთან პირველი სასამართლო ბრძოლა მოიგო - რას ითხოვდა ჯორჯინა უზკატეგი და რატომ აუკრძალა მოსამართლემ ბავშვს ესპანეთის დატოვება?

მად­რი­დის სა­სა­მარ­თლო­ში UFC-ის ორგზის ჩემ­პი­ო­ნი­სა და ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ფა­ვო­რი­ტის, ილია თო­ფუ­რი­ა­სა და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნის, ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გის და­პი­რის­პი­რე­ბა ახალ ფა­ზა­ში შე­ვი­და. "მა­ტა­დორ­მა" პირ­ვე­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მარ­ჯვე­ბა უკვე მო­ი­პო­ვა - მოს­ტო­ლე­სის სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად უარ­ყო უზკა­ტე­გის მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც მათი სა­ერ­თო შვი­ლის აშშ-ში წაყ­ვა­ნას ითხოვ­და.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა: ბავ­შვი ეს­პა­ნეთს ვერ და­ტო­ვებს

სა­სა­მარ­თლო დავა, რო­მე­ლიც 7 იან­ვარს გა­ი­მარ­თა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გი მო­სა­მარ­თლის­გან ითხოვ­და ნე­ბარ­თვას, რომ მათ წლი­ნა­ხევ­რის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად მა­ი­ა­მი­ში (აშშ) გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა თო­ფუ­რი­ას მხა­რის მო­თხოვ­ნა და ბავ­შვს ეს­პა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა აუკ­რძა­ლა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც 2024 წლის ივ­ლის­ში და­ი­ბა­და, ვერ გავა ქვეყ­ნი­დან მო­სა­მარ­თლის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ნე­ბარ­თვი­სა და მე­ურ­ვე­ო­ბის სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე.

ჯორ­ჯი­ნა სა­სა­მარ­თლო­ზე სა­ეჭ­ვო ვა­დე­ბი და წი­ნას­წარ ნა­ყი­დი ბი­ლე­თე­ბი – ილი­ას ად­ვო­კა­ტე­ბის მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი

საქ­მე­ში გა­მო­იკ­ვე­თა ერთი სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლი, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გა­დამ­წყვე­ტი გავ­ლე­ნა იქო­ნია:

რო­გორც გა­მო­ცე­მა ABC იუ­წყე­ბა, თო­ფუ­რი­ას დაც­ვის მხა­რემ სა­სა­მარ­თლოს წა­რუდ­გი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ბი­ლე­თე­ბი მა­ი­ა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯორ­ჯი­ნას მიერ შე­ძე­ნი­ლი იყო მა­ნამ, სა­ნამ ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მი­მარ­თავ­და. სწო­რედ ამი­ტომ, სპორ­ტსმე­ნის გა­რე­მოც­ვა მი­იჩ­ნევს, რომ ეს იყო წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი სტრა­ტე­გია ბავ­შვის აშშ-ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­საყ­ვა­ნად. გააგრძელეთ კითხვა