"ალბათ მთელმა საქართველომ გაიგო, რომ გენპროკურორი გიორგი გვარაკიძე ჩემი დედიკოს უახლოესი მეგობრის შვილია, მაგრამ უკან არ დავიხევ!" - რას წერს მოკლული გიგა ავალიანის დედა
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა, რომელიც ბოლო პერიოდი პროკურატურასთან აქციებს მართავს, საზოგადოებას მხარდაჭშერისთვის მადლობას უხდის.
ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს მთავარ პროკურორ გიორგი გვარაკაძესთან ახლობლობაზე და განმარტავს, რომ ეს მისთვის არაფერს ნიშნავს. მოკლული ბიჭის დედა საგამოძიებო უწყებას კიდევ ერთხელ მიმართავს, პასუხი აგებინოს ყველას და არ დააფარონ ხელი მკვლელებს.
"მადლობა თითოეულ თქვენგანს! ამ დრომდე ვერ მოვახერხე თქვენთვის მომემართა. ბოდიში! მადლობა, რომ ჩემს გვერდით იდექით როგორც ჩემი თანაბარი, როგორც დედა და მამა, სხვადასხვა პოლიტიკური ხედვის და თანამდებობრივი მდგომარეობის მიუხედავად!
იდექით თქვენს შვილებთან ერთად!
მაძლიერებს ჩემი შვილისთვის შეწუხებული თქვენი სახეები. მადლობა! გააგრძელეთ