"მის და­კარ­გვას ვე­რას­დროს გა­და­ვი­ტანთ" - დედის ინფორმაციით, მისი ქალიშვილი ნაბახუსევზე პარაცეტამოლის მიღების შემდეგ გარდაიცვალა - სხვას ამბობენ ექიმები - კვირის პალიტრა

"მის და­კარ­გვას ვე­რას­დროს გა­და­ვი­ტანთ" - დედის ინფორმაციით, მისი ქალიშვილი ნაბახუსევზე პარაცეტამოლის მიღების შემდეგ გარდაიცვალა - სხვას ამბობენ ექიმები

აინ როუზ ჰერ­სტმა ნა­ბა­ხუ­სე­ვის დროს, თა­ვის ტკი­ვი­ლის გა­სა­ყუ­ჩებ­ლად, პა­რა­ცე­ტა­მო­ლის მი­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა. გო­გო­ნა ორი დღის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ამ­ჯე­რად, აი­ნის დედა მე­დი­ას­თან ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

"აინი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი, მხი­ა­რუ­ლი და მზრუნ­ვე­ლი გო­გო­ნა იყო. მის და­კარ­გვას ვე­რას­დროს გა­და­ვი­ტანთ, მაგ­რამ თუ მის ხსოვ­ნას გა­და­ვარ­ჩენთ, ეს ჩვენ­თვის მცი­რე ნუ­გე­ში იქ­ნე­ბა.“

მე-16 და­ბა­დე­ბის დღემ­დე ცოტა ხნით ადრე, კე­რიმ ქა­ლიშ­ვი­ლი ექიმ­თან წა­იყ­ვა­ნა, რად­გან გო­გო­ნას ჭარ­ბი მენსტრუ­ა­ლუ­რი სის­ხლდე­ნა აწუ­ხებ­და. მას ფე­მო­დე­ტი, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვი, და­უ­ნიშ­ნეს და სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შექ­მნი­ლა. თუმ­ცა, 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში, რუ­ტი­ნულ­მა შე­მოწ­მე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ მისი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო. აბე­ბის მი­ღე­ბა მა­შინ­ვე შე­წყვი­ტა. გააგრძელეთ