"მის დაკარგვას ვერასდროს გადავიტანთ" - დედის ინფორმაციით, მისი ქალიშვილი ნაბახუსევზე პარაცეტამოლის მიღების შემდეგ გარდაიცვალა - სხვას ამბობენ ექიმები
აინ როუზ ჰერსტმა ნაბახუსევის დროს, თავის ტკივილის გასაყუჩებლად, პარაცეტამოლის მიღება გადაწყვიტა. გოგონა ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ამჯერად, აინის დედა მედიასთან ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზის შესახებ საუბრობს.
"აინი ყველაზე ლამაზი, მხიარული და მზრუნველი გოგონა იყო. მის დაკარგვას ვერასდროს გადავიტანთ, მაგრამ თუ მის ხსოვნას გადავარჩენთ, ეს ჩვენთვის მცირე ნუგეში იქნება.“
მე-16 დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე, კერიმ ქალიშვილი ექიმთან წაიყვანა, რადგან გოგონას ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა აწუხებდა. მას ფემოდეტი, კომბინირებული კონტრაცეპტივი, დაუნიშნეს და სამი წლის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ შექმნილა. თუმცა, 2024 წლის დეკემბერში, რუტინულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მისი არტერიული წნევა საკმაოდ მაღალი იყო. აბების მიღება მაშინვე შეწყვიტა. გააგრძელეთ