სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა თეთ­ნულ­დის მთა­ზე ზვა­ვის ჩა­მო­წო­ლი­სას, თოვ­ლის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი ერთი პირი ამო­იყ­ვა­ნა - კვირის პალიტრა

სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა თეთ­ნულ­დის მთა­ზე ზვა­ვის ჩა­მო­წო­ლი­სას, თოვ­ლის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი ერთი პირი ამო­იყ­ვა­ნა

მთის ტრა­სე­ბის სა­ა­გენ­ტოს (MTA) ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­გენ­ტოს სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა თეთ­ნულ­დის მთა­ზე ზვა­ვის ჩა­მო­წო­ლი­სას, თოვ­ლის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი ერთი პირი ამო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რი უსაფრ­თხოდ იმ­ყო­ფე­ბა.

"მთის ტრა­სე­ბის სა­ა­გენ­ტოს (MTA) სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის სწრა­ფი და ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად, სვა­ნეთ­ში, თეთ­ნულ­დის მთა­ზე ზვა­ვის ჩა­მო­წო­ლი­სას, თოვ­ლის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი ერთი პი­რის ამოყ­ვა­ნა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. თოვ­ლის სა­ფა­რი­დან ამოყ­ვა­ნილ პირს აღე­ნიშ­ნე­ბა მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ხოლო ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რი უსაფრ­თხოდ იმ­ყო­ფე­ბა.

ზვავი ჩამოწვა გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შემთხვევა დღეს მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"