რატომ დააკავეს სტამბოლში ცნობილი თურქი მსახიობი ჯან იამანი - რას ედავება მას გამოძიება
ცნობილი თურქი მსახიობი, ჯან იამანი სტამბოლში პოლიციამ დააკავა. იამანი ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაციის ფარგლებშია დაკავებული.
სტამბოლის პოლიციამ გვიან ღამით ქალაქის 9 ღამის კლუბში და რამდენიმე სასტუმროში ჩაატარა ჩხრეკა რა დროსაც იამანი და მასთან ერთად კიდევ 6 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არის კიდევ ერთი მსახიობი, სელენ გორგუზელი.
ჯან იამანი და სელენ გორგუზელი სისხლის ანალიზისთვის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში გადაიყვანეს. გამოძიებას სტამბოლის მთავარი პროკურატურის კონტრაბანდის, ნარკოტიკებისა და ეკონომიკური დანაშაულის გამოძიების ბიურო აწარმოებს. გააგრძელეთ კითხვა