"მარკომ მის ჩაცმაზე უარი მაინც არ თქვა" - ფეხსაცმელები ვენსსა და რუბიოს "მამიკო ტრამპისგან" - რატომ აჩუქა დიდი ზომის ფეხსაცმელები მათ პრეზიდენტმა?
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ნიუ იორკ თაიმსს" ინტერვიუ მისცა. ინტერვიუ თეთრ სახლში ჩაწერეს. ჟურნალისტებს ერთი საინტერესო დეტალი არ გამოჰპარვიათ - როგორც NYT წერს, ტრამპი ოთახში მყოფებს, თანაშემწეებს, მრჩევლებს მამის ფიგურის ტონით მიმართავდა.
ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბავშვებად მოიხსენია. გარდა ამისა, ამ ინტერვიუს დროს ცნობილი გახდა, რომ საახალწლოდ ტრამპმა როგორც რუბიოს, ასევე ვენსს ფეხსაცმელი აჩუქა.სწორედ ტრამპის მიერ ნაჩუქარი ფეხსაცმელები ეცვა, ორივე მათგანს მაშინ როცა თეთრ სახლს NYT-ის ჟურნალისტები ეწვივნენ.
თუმცა კიდევ ერთი დეტალი - ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ, რომ ეს ფეხსაცმელი ძალიან დიდი ზომის იყო - განსაკუთრებით კი რუბიოსთვის, მიუხედავად ამისა, მარკომ მის ჩაცმაზე უარი მაინც არ თქვა.
"ვენსმა ფეხიც კი ასწია ჰაერში, რათა პრეზიდენტისთვის ეჩვენებინა, რომ მისი ნაჩუქარი ფეხსაცმელი ეცვა", - წერს გამოცემა. გააგრძელეთ