"მარკომ მის ჩაცმაზე უარი მაინც არ თქვა" - ფეხსაცმელები ვენსსა და რუბიოს "მამიკო ტრამპისგან" - რატომ აჩუქა დიდი ზომის ფეხსაცმელები მათ პრეზიდენტმა? - კვირის პალიტრა

"მარკომ მის ჩაცმაზე უარი მაინც არ თქვა" - ფეხსაცმელები ვენსსა და რუბიოს "მამიკო ტრამპისგან" - რატომ აჩუქა დიდი ზომის ფეხსაცმელები მათ პრეზიდენტმა?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა "ნიუ იორკ თა­იმსს" ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. ინ­ტერ­ვიუ თეთრ სახ­ლში ჩა­წე­რეს. ჟურ­ნა­ლის­ტებს ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი არ გა­მოჰ­პარ­ვი­ათ - რო­გორც NYT წერს, ტრამ­პი ოთახ­ში მყო­ფებს, თა­ნა­შემ­წე­ებს, მრჩევ­ლებს მა­მის ფი­გუ­რის ტო­ნით მი­მარ­თავ­და.

ვიცე პრე­ზი­დენ­ტი ჯეი დი ვენ­სი და სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მარ­კო რუ­ბიო ბავ­შვე­ბად მო­იხ­სე­ნია. გარ­და ამი­სა, ამ ინ­ტერ­ვი­უს დროს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ა­ხალ­წლოდ ტრამპმა რო­გორც რუ­ბი­ოს, ასე­ვე ვენსს ფეხ­საც­მე­ლი აჩუ­ქა.სწო­რედ ტრამ­პის მიერ ნა­ჩუ­ქა­რი ფეხ­საც­მე­ლე­ბი ეცვა, ორი­ვე მათ­განს მა­შინ როცა თეთრ სახ­ლს NYT-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ეწ­ვივ­ნენ.

თუმ­ცა კი­დევ ერთი დე­ტა­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტებს არ გა­მოჰ­პარ­ვი­ათ, რომ ეს ფეხ­საც­მე­ლი ძა­ლი­ან დიდი ზო­მის იყო - გან­სა­კუთ­რე­ბით კი რუ­ბი­ოს­თვის, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მარ­კომ მის ჩაც­მა­ზე უარი მა­ინც არ თქვა.

"ვენ­სმა ფე­ხიც კი ას­წია ჰა­ერ­ში, რათა პრე­ზი­დენ­ტის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ მისი ნა­ჩუ­ქა­რი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა", - წერს გა­მო­ცე­მა. გააგრძელეთ