"მეკვლე-პაპა და ახალ წელი ერთად ვიყავი და აბა, ბავშვებო, გამარჯობა-თქო, რომ ვთქვი, ბავშვები ტირილით გასკდნენ და გაიქცნენ" - "სახალხო ინტერვიუ" ლევან წულაძესთან - კვირის პალიტრა

"მეკვლე-პაპა და ახალ წელი ერთად ვიყავი და აბა, ბავშვებო, გამარჯობა-თქო, რომ ვთქვი, ბავშვები ტირილით გასკდნენ და გაიქცნენ" - "სახალხო ინტერვიუ" ლევან წულაძესთან

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის, "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ ერთ-ერთი სტუ­მა­რი რე­ჟი­სო­რი ლე­ვან წუ­ლა­ძე იყო. მან სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა და შე­მოგ­თა­ვა­ზეთ კი­დეც ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან გარ­კვე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი. თუმ­ცა ლე­ვან წუ­ლა­ძის აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან კვლავ გვინ­და გა­გი­ზი­ა­როთ დარ­ჩე­ნი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტე­ბი და მკი­თხვე­ლის იმ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი, რო­მელ­საც რე­ჟი­სორ­მა უპა­სუ­ხა.

თე­მუ­რი:

- ვა­მა­ყობ, რომ ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია ჩვე­ნი კუ­თხი­დან (მეც გუ­რუ­ლი ვარ). მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ არის თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო გუ­რუ­ლი?

- მო­გე­სალ­მე­ბით ძვირ­ფა­სო ადა­მი­ა­ნო, თა­ნა­მო­აზ­რევ და ჩემო გუ­რუ­ლო. რა თქმა უნდა, ვე­თან­ხმე­ბი ამ მო­საზ­რე­ბას, რომ ყვე­ლა გუ­რუ­ლი ამ პლა­ნე­ტა­ზე ყვე­ლას ჯო­ბია. სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ზე კარ­გი ხალ­ხი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­რუ­ლე­ბი.

გუ­რუ­ლე­ბი ძა­ლი­ან ჩქა­რა ფიქ­რო­ბენ. ერ­თა­დერ­თი მი­ნუ­სი გვაქვს, - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სწრა­ფად ვი­ღებთ. გუ­რუ­ლი მოვ­ლე­ნებს წინ ახ­ტე­ბა და ლა­პა­რა­კობს. ამი­ტო­მაც ლა­პა­რა­კო­ბენ სწრა­ფად და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც ჩქა­რა ამი­ტომ იღე­ბენ, რომ სა­დღაც ეჩ­ქა­რე­ბათ. მერე ნა­ნო­ბენ, მაგ­რამ სი­ნა­ნუ­ლიც მალე გა­და­უვ­ლით და ისევ ახალ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღე­ბენ. ამის გამო გუ­რუ­ლებ­თან ცხოვ­რე­ბა მო­სა­წყე­ნი არას­დროს არ არის. გო­გო­ებს ვუ­სურ­ვებ, რომ გუ­რუ­ლებს გაჰ­ყვნენ ცო­ლად. გუ­რუ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე კარ­გი ქმრე­ბი არი­ან. ამას ჩემს სა­კუ­თარ მა­გა­ლით­ზე მო­გახ­სე­ნებთ.

ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო გუ­რუ­ლი ბევ­რი იყო, მაგ­რამ მწერ­ლებ­ში ჭოლა ლომ­თა­თი­ძეს და­ვა­სა­ხე­ლებ. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მწე­რა­ლი იყო, გარ­და იმი­სა, რომ ჩემი სეხ­ნია გახ­ლდათ (ჭოლა სა­ერ­თოდ მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლია), ახალ­გაზ­რდა ბოლ­შე­ვი­კებ­მა შე­ი­წი­რეს. მისი ორი ნო­ვე­ლა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში წა­ვი­კი­თხე, ვთვლი, რომ ქარ­თუ­ლი პრო­ზის ყვე­ლა­ზე კარ­გი მა­გა­ლი­თე­ბია. ასე­ვე იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი მხატ­ვა­რი შალ­ვა ქი­ქო­ძე, რომ­ლი­თაც ვა­მა­ყობ. სა­ერ­თოდ, ბევ­რი გუ­რუ­ლია, ვი­სი­თაც ვა­მა­ყობ. გააგრძელეთ კითხვა