"გუშინ დარეკეს ირანიდან...მოლაპარაკება სურთ" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ და ამ მიზნით დაურეკეს.
„გუშინ დარეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს.
"ინტერპრესნიუსი"