ქალაქები, სადაც კომუნალური გადასახადები ყველაზე ძვირია - რომელ ადგილზე არიან თბილისი, ერევანი და ბაქო - კვირის პალიტრა

ქალაქები, სადაც კომუნალური გადასახადები ყველაზე ძვირია - რომელ ადგილზე არიან თბილისი, ერევანი და ბაქო

თბილისში კომუნალური გადასახადები თვეში საშუალოდ 83.73 აშშ დოლარს შეადგენს.

Numbeo-ს მეთოდოლოგიის მიხედვით, ეს თანხა დათვლილია 85 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართზე, თვის განმავლობაში გათბობა-გაგრილების, ელექტრო ენერგიის, წყლისა და ნარჩენების მართვის საშუალო ხარჯების მიხედვით.

კომუნალური გადასახადების რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს 486 ქალაქს აერთიანებს, თბილისი 394-ე ადგილზე მოხვდა.

უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს რეიტინგში, რომელიც 2026 წელს განახლდა, მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის, საქართველოს კომუნალური ხარჯების სიიაფით მხოლოდ ბაქო უსწრებს, ყველაზე ძვირი კი გადასახადები მოსკოვშია.

მოსკოვი (რუსეთი) - 248-ე ადგილი (164.98 აშშ დოლარი);

ერევანი (სომხეთი) - 320-ე ადგილი (123.24 აშშ დოლარი);

ანკარა (თურქეთი) - 391-ე ადგილი (84.59 აშშ დოლარი);

ბაქო (აზერბაიჯანი) - 421-ე ადგილი (63.10 აშშ დოლარი);

ქალაქები, სადაც კომუნალური გადასახადები ყველაზე იაფია

იმ 10 ქალაქის ჩამონათვალი, სადაც მსოფლიოში ყველაზე იაფია კომუნალური გადასახადები, ასე გამოიყურება:

ალექსანდრია (ეგვიპტე) - 14.42 აშშ დოლარი;

თეირანი (ირანი) - 15.32 აშშ დოლარი;

კარაკასი (ვენესუელა) - 19.63 აშშ დოლარი;

გიზა (ეგვიპტე) - 19.86 აშშ დოლარი;

კაირო (ეგვიპტე) - 27.32 აშშ დოლარი;

ბჰოპალი (ინდოეთი) - 27.70 აშშ დოლარი;

ბანგალურუ (ინდოეთი) - 29.45 აშშ დოლარი;

კატმანდუ (ნეპალი) - 29.83 აშშ დოლარი;

პუნა (ინდოეთი) - 30.38 აშშ დოლარი;

მარაქეში (მაროკო) - 30.59 აშშ დოლარი.

განაგრძე კითხვა