საქართველოში 70 Lamborghini არის რეგისტრირებული - სად მოძრაობენ სუპერქარები?! - კვირის პალიტრა

საქართველოში 70 Lamborghini არის რეგისტრირებული - სად მოძრაობენ სუპერქარები?!

საქართველოში Lamborghini-ს მარკის 70 ავტომობილია რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ავტომობილების პორტალზეა მოცემული.

საქსტატის მიხედვით, ყველაზე მეტი, 58 Lamborghini თბილისში დადის. ამასთან, 5 რეგისტრირებულია აჭარაში, 3 მცხეთა-მთიანეთში, 2 სამეგრელო-ზემო სვანეთში, თითო-თითო კი შიდა-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

სტატისტიკური მონაცემებიდან ასევე ჩანს, რომ საქართველოში Lamborghini-ს ყველაზე პოპულარული მოდელი 24 ერთეული რეგისტრირებული მანქანით URUS-ია.

უფრო კონრეტულად, Lamborghini-ს მარკის ავტომობილების განაწილება ქვეყანაში განაწილებული მოდელების მიხედვით ასე გამოიყურება:

URUS - 24;

URUS S - 8;

URUS SE - 8;

HURRACAN - 5;

AVENTADOR - 4;

GALARDO - 3;

URUS PERFORMANTE - 3;

HURACAN STERRATO - 3;

HURACAN - 2;

RF - 2.

განაგრძე კითხვა