"დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა" - ევროკავშირის საელჩო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა" - ევროკავშირის საელჩო განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ“, - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში და აზიარებს 2025 წლის 6 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას:

„ჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოვადგენთ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.

მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა