მერაბ დვალიშვილმა 2025 წელს 6,824 მლნ დოლარი გამოიმუშავა, ილია თოფურიამ კი 3.540 მლნ - UFC-ის 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მებრძოლების ტოპ 10-ეული
Givemesport-მა UFC-ის 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მებრძოლები დაასახელა, რომლებმაც თანხა უშუალოდ ბრძოლებით გამოიმუშავეს. ტოპ 10-ეულში ორი ქართველი მებრძოლი მოხვდა. კერძოდ, მე-2 პოზიციაზე მერაბ დვალიშვილი, ხოლო მე-6 ადგილზე ილია თოფურია დასახელდა.
Givemesport წერს, რომ UFC-ის მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მებრძოლ მერაბ დვალიშვილმა კალენდარული წლის განმავლობაში ჩემპიონის ქამარი. მინიმუმ, ოთხჯერ დაიცვა. მისმა მთლიანმა შემოსავალმა 2025 წელს 6.824 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ილია თოფურიას, Givemesport წერს, რომ „თავისი გულშემატკივრების იმედგაცრუებით, თოფურიამ 2025 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა.“ ამის მიუხედავად, თოფურიამ მთლიანობაში 3.540 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ის UFC-ის სამ ჩემპიონს შორისაა, რომლებიც 2025 წელს ოქტაგონზე მხოლოდ ერთხელ გამოვიდნენ და წლის ათ ყველაზე მაღალანაზღაურებად მებრძოლს შორის მაინც მოხვდნენ.
UFC-ის 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მებრძოლების ტოპ 10-ეული ასეთია:
დრიკუს დუ პლესი - 7.142 მლნ დოლარი;
მერაბ დვალიშვილი - 6.824 მლნ დოლარი;
ალექს პერეირა - 6.524 მლნ დოლარი;
ისლამ მახაჩევი - 3.582 მლნ დოლარი;
ტომ ასპინალი - 3.542 მლნ დოლარი;
ილია თოფურია - 3.540 მლნ დოლარი