"პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევა მიდის, რადგან გარკვეულ ძალებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება" - კახა კალაძე - კვირის პალიტრა

"პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევა მიდის, რადგან გარკვეულ ძალებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება" - კახა კალაძე

პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევა მიდის. ვიცით, რა ძალები გვებრძვიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან. ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, აღმშენებლობა და ა.შ,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში არაბული ინვესტიციის საკითხს, რომელიც კომპანია Eagle Hills Georgia-ს პროექტს ეხება.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა, გარკვეული ჯგუფები ავრცელებენ ტყუილს, რაც „სახელმწიფოზე პირდაპირი შეტევაა“.

„შემთხვევითი არ არის, რომ ვხედავთ რამდენი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება აღნიშნული პროექტის გარშემო. პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევა მიდის. ვიცით, რა ძალები გვებრძვიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან. ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, აღმშენებლობა და ა.შ." - თქვა კალაძემ

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა