"ირაკლი ღარიბაშვილს დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები, სახლიდან ამოიღეს „ფლეშკები“ და 6.5 მლნ დოლარი, რომელიც ჩამოერთვა, მიემართა ბიუჯეტში" - ადვოკატი - კვირის პალიტრა

"ირაკლი ღარიბაშვილს დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები, სახლიდან ამოიღეს „ფლეშკები“ და 6.5 მლნ დოლარი, რომელიც ჩამოერთვა, მიემართა ბიუჯეტში" - ადვოკატი

ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული, წავიდა ციხეში, დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები. ამ ეტაპზე გზაშია, რომ მივიდეს რუსთავამდე თუ სადაც მიჰყავთ, ციხემდე - მისი სახლიდან იყო ამოღებული ე.წ. ფლეშკები და მსგავსი რაღაცები და 6.5. მლნ დოლარი, რომელიც ასევე ჩამოერთვა და მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა მას შემდეგ განუცხადა, რაც ყოფილი პრემიერი დააკავეს.

როგორც შაყულაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს ღვინის ქარხანა არ ჩამოერთმევა.

„როგორც მოგეხსენებათ, როცა ბიზნესი მუშაობს, იგივე ღვინის ინდუსტრია, იგივე ნებისმიერი ბიზნესი, ამას უნდა საგადასახადო დოკუმენტაციის შევსება, როგორც თვიური, ასევე წლიური და ა.შ. ამით აკონტროლებს სახელმწიფო იმ შემოსავლებს, იმ დღგ-ს, გადასახადებსა და ყველაფერს. რადგან არ იყო აქ შევსებული ეს დეკლარაციები, ეგ არის ზუსტად დანაშაული. შემოსავლები კი არ დამალა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ჰქვია ამ ყველაფერს.

ირაკლი ღარიბაშვილს არავისთვის არც მიუცია, არც აპირებს და არც მომავალში დააპირებს ვინმეზე ჩვენების მიცემას. ითანამშრომლა საკუთარ თავზე. ამ ეტაპზე არავის არაფერი არ უსაუბრია, ან ახალ ბრალზე, ან ძველ ბრალზე, ან იმაზე, ან ამაზე. წაუყენეს ბრალდება ე.წ. ფულის გათეთრებაში, ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული, წავიდა ციხეში, დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები და ამ შემთხვევაში, ამ ეტაპზე გზაშია, რომ მივიდეს რუსთავამდე თუ სადაც მიჰყავთ, ციხემდე.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა