"სიკვდილით დასჯა მემუქრება, ირანში დაბრუნების შემთხვევაში" - რას ჰყვება საქართველოში მცხოვრები ირანელი ქალი, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო? - კვირის პალიტრა

"სიკვდილით დასჯა მემუქრება, ირანში დაბრუნების შემთხვევაში" - რას ჰყვება საქართველოში მცხოვრები ირანელი ქალი, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო?

"ხუთი დღეა, რაც ჩემი ოჯა­ხის­გან არა­ნა­ი­რი ამ­ბა­ვი არ მაქვს...“ - ასე იწყებს თხრო­ბას მა­რი­ამ მა­შა­ი­ე­ხი, ქალი, რო­მელ­მაც 9 წლის წინ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლა გა­და­წყვი­ტა. მა­რი­ა­მი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა მა­რის ეძა­ხის, ერთ-ერ­თია იმ ათა­სო­ბით ირა­ნელ ქალს შო­რის, რომ­ლებ­მაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა სამ­შობ­ლო­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნეს.

დღეს მარი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, კე­რა­მი­კო­სია და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რია. თუმ­ცა, მისი სიმ­შვი­დის მიღ­მა დიდი ტკი­ვი­ლი და მუდ­მი­ვი შიში იმა­ლე­ბა - შიში იმ ოჯა­ხის წევ­რე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც ირან­ში დარ­ჩნენ და შიში მო­მავ­ლი­სა, რო­მე­ლიც ემიგ­რან­ტის­თვის ყო­ველ­თვის ბუნ­დო­ვა­ნია.

მა­რი­ა­მი გვიყ­ვე­ბა არ­ჩე­ვან­ზე, რწმე­ნა­ზე და იმ სას­ტიკ რე­ა­ლო­ბა­ზე, რო­მელ­საც ირა­ნე­ლი ხალ­ხი ყო­ველ­დღი­უ­რად უმკლავ­დე­ბა

- მა­რი­ამ, მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს შე­სა­ხებ. სად და­ი­ბა­დეთ და რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა?

- მე და­ვი­ბა­დე ირან­ში, ქა­ლაქ არაქ­ში და 27 წლამ­დე იქ ვცხოვ­რობ­დი. ამის შემ­დეგ, ირან­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის გამო - გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბის­თვის, რაც მო­ი­ცავს ჩაც­მუ­ლო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის არ­ჩე­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას - გა­დავ­წყვი­ტე ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა. თავ­და­პირ­ვე­ლად სომ­ხეთ­ში გა­და­ვე­დი, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით სამი თვე დავ­ყა­ვი. ამ პე­რი­ოდ­ში ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი იყო. და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ვე­დი და აქ ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყეთ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვი­სუფ­ლად შევ­სუ­ლი­ყა­ვი ეკ­ლე­სი­ა­ში, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი აღ­მოჩ­ნდა. ამას მოჰ­ყვა ქრის­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ხან­გრძლი­ვი სწავ­ლა და კვლე­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­დან წლი­ნა­ხევ­რის შემ­დეგ, 29 წლის ასაკ­ში, ქრის­ტი­ა­ნო­ბა მი­ვი­ღე.

- თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა რე­ლი­გი­ამ. რო­გორ მიხ­ვე­დით ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე?

- რე­ლი­გი­ის შეც­ვლის შემ­დეგ, და­ვი­წყე რე­ლი­გი­უ­რი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი თე­ო­ლო­გი­ას და აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბა­ში. მას შემ­დეგ, რაც ჩემი რე­ლი­გი­ის შეც­ვლის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, ირან­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად გაქ­რა. უკვე შვიდ­ნა­ხე­ვა­რი წე­ლია, რაც ირან­ში არ ვყო­ფილ­ვარ. ახლა 36 წლის ვარ და თით­ქმის 9 წე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ.

- რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ? რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია დღეს თქვენ­თვის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა?

- თუ ვინ­მე ირან­ში ცხოვ­რობს, არის მუს­ლი­მი და შემ­დეგ რე­ლი­გი­ას შე­იც­ვლის, ნე­ბის­მი­ე­რი რე­ლი­გი­უ­რი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მას სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­ეს­ჯე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ირან­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მე­მუქ­რე­ბა...

გააგრძელეთ კითხვა