"ბი­ჭე­ბი საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად მდინარის პირას შეხვდნენ, ბაგ­რატი შვი­ლიშ­ვილს ახ­ლდა, მე­ო­რე მხა­რეს კი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი წარ­მო­ად­გენ­და" - ცნობილი ხდება ოზურგეთში, კონფლიქტისას გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა - კვირის პალიტრა

"ბი­ჭე­ბი საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად მდინარის პირას შეხვდნენ, ბაგ­რატი შვი­ლიშ­ვილს ახ­ლდა, მე­ო­რე მხა­რეს კი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი წარ­მო­ად­გენ­და" - ცნობილი ხდება ოზურგეთში, კონფლიქტისას გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოზურ­გეთ­ში ადა­მი­ან­თა ჯგუფს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა - "გუ­რი­ის მო­ამ­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს იყო “ქურ­დულ გარ­ჩე­ვა”, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რა­საც შსს-ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ.

შემ­თხვე­ვა, ქა­ლაქ ოზურ­გეთ­ში, მდი­ნა­რე ბჟუ­ჟის სა­ნა­პი­რო­ზე მოხ­და.

აი, რას მო­უყ­ვა ambebi,ge-ს ად­გი­ლობ­რი­ვი ანო­ნი­მუ­რად:

"რო­გორც მე ვიცი, ინ­ცი­დენტს წინ უძღო­და ახალ­გაზ­რდებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მოხ­და. აწ გარ­დაც­ვლილ ბაგ­რატ შა­რა­ში­ძეს ოზურ­გეთ­ში მარ­კე­ტი ჰქონ­და. მის შვი­ლიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე დღის წინ კონ­ფლიქ­ტი მო­უხ­და თა­ნა­ტო­ლებ­თან. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ბი­ჭე­ბი საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად მდ. ბჟუ­ჟის პი­რას, ოზურ­გე­თის გა­ნა­პი­რა მხა­რეს შეხ­ვდნენ. ბაგ­რატ შა­რა­ში­ძე შვი­ლიშ­ვილს ახ­ლდა, მე­ო­რე მხა­რეს კი წარ­მო­ად­გენ­და, ერთ-ერთი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის - ან შსს-ს, ანაც სუს-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, შა­რა­ში­ძეს აი­ძუ­ლებ­დნენ, პო­ლო­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ოზურ­გე­თე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის და­ე­რე­კა.

გააგრძელეთ კითხვა