"ბიჭები საქმის გასარჩევად მდინარის პირას შეხვდნენ, ბაგრატი შვილიშვილს ახლდა, მეორე მხარეს კი ძალოვანი უწყების თანამშრომელი წარმოადგენდა" - ცნობილი ხდება ოზურგეთში, კონფლიქტისას გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში ადამიანთა ჯგუფს შორის დაპირისპირებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ეს იყო “ქურდულ გარჩევა”, რომელშიც, სავარაუდოდ, პოლიციელიც მონაწილეობდა, რასაც შსს-ში კატეგორიულად უარყოფენ.
შემთხვევა, ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე მოხდა.
აი, რას მოუყვა ambebi,ge-ს ადგილობრივი ანონიმურად:
"როგორც მე ვიცი, ინციდენტს წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მოხდა. აწ გარდაცვლილ ბაგრატ შარაშიძეს ოზურგეთში მარკეტი ჰქონდა. მის შვილიშვილს რამდენიმე დღის წინ კონფლიქტი მოუხდა თანატოლებთან. რამდენიმე დღის შემდეგ, ბიჭები საქმის გასარჩევად მდ. ბჟუჟის პირას, ოზურგეთის განაპირა მხარეს შეხვდნენ. ბაგრატ შარაშიძე შვილიშვილს ახლდა, მეორე მხარეს კი წარმოადგენდა, ერთ-ერთი ძალოვანი უწყების - ან შსს-ს, ანაც სუს-ის თანამშრომელი. როგორც ამბობენ, შარაშიძეს აიძულებდნენ, პოლონეთში მცხოვრები ოზურგეთელი კანონიერი ქურდისთვის დაერეკა.