"ვისაც ღარიბაშვილის ასე ჩასმა გაგიხარდათ, ვერ ხართ ვერაფერში გარკვეულები" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით.
ზემოთ აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
"მე პიჯაკების საქმეზე 8 მილიონ 400 ათასი ლარის, ე.ი. 3 მილიონი $-ის "გაფლანგვას" მედავებოდნენ. არა მითვისებას, არამედ სწორედ რომ "გაფლანგვას" - ოფიციალურ ხარჯებს ოფიციალურ ვიზიტებზე და ქილერი ფარცხალაძის შეკერილი საქმით 9 წელი მომისაჯეს. ღარიბაშვილს პირადად მითვისებული 6 მილიონი დოლარი სახლში უპოვეს და მხოლოდ 5 წელი მისცეს, ისიც დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გარეთ გააგდებენ. ვისაც ღარიბაშვილის ასე ჩასმა გაგიხარდათ, ვერ ხართ ვერაფერში გარკვეულები. სინამდვილეში საქმე გვაქვს ივანიშვილის მორიგ უსამართლობასთან.