"სამშობლოსთვის არ უღალატია! პოლიტიკური შეცდომა არ დაუშვია! ბიუჯეტის ფული არ მოუპარავს!"- რას წერს ხათუნა ხოფერია ირაკლი ღარიბაშვილზე?
ყოფილი პარლამენტარი, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ხათუნა ხოფერია ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ეხმაურება:
"განსაცდელით, უფრო დიდ განსაცდელს გვარიდებს უფალი. სამშობლოსთვის არ უღალატია! პოლიტიკური შეცდომა არ დაუშვია! ბიუჯეტის ფული არ მოუპარავს!ის, ჩემი ქვეყნის, კარგი პრემიერ- მინისტრი იყო!საქართველო - სახელმწიფოა!სახელმწიფო ვალდებულია ყველა გადაცდომაზე გააკეთოს სამართლებრივი რეაგირება!მადლობა ირაკლის, რომ ბოლომდე დადგა სახელმწიფოს მხარეს!ამასაც კაცობა და ღირსება სჭირდება!
P.S.უმორჩილესად გთხოვთ, ის "სმეტანაში" ჩაფურთხებული გააჩუმეთ რაააა…" - წერს ხათუნა ხოფერია.