სისხლიანი გარჩევა თბილისში: დაჭრილია ერთი პირი - პოლიციამ წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავა - კვირის პალიტრა

სისხლიანი გარჩევა თბილისში: დაჭრილია ერთი პირი - პოლიციამ წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავა

პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი დაჭ­რის ფაქ­ტი გახ­სნა - და­კა­ვე­ბუ­ლია 1 პირი. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

"თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მე­ო­რე სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ბ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.დაჭ­რი­ლი გ.ა. სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ლ.ბ. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან მა­ლე­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge