"ხდება იმ ფიგურების დაპატიმრება, რომელთაც პოლიტიკაში უკან მობრუნების შანსს აღარ აძლევენ - ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ვერც სხვა პოლიტიკაში ვეღარ დაბრუნდება!" - კვირის პალიტრა

"ხდება იმ ფიგურების დაპატიმრება, რომელთაც პოლიტიკაში უკან მობრუნების შანსს აღარ აძლევენ - ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ვერც სხვა პოლიტიკაში ვეღარ დაბრუნდება!"

თუ პოლიტიკისთვის დაჭირდა [ივანიშვილს], ხვალ ნებისმიერი, ირაკლი კობახიძეც შეიძლება კორუფციაში გახვეული აღმოჩნდეს - ხდება იმ ფიგურების დაპატიმრება, რომელთაც პოლიტიკაში უკან მობრუნების შანსს აღარ აძლევენ - ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ვერც სხვა პოლიტიკაში ვეღარ დაბრუნდება! - ასე აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

როგორც ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, ავტორიტარული რეჟიმების პირობებში პოლიტიკა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით მიდის. მისი თქმით, ამ შემთხვევაში სისტემა არ იცვლება, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლა იძლევა საშუალებას, რომ ვერტიკალი გაათავისუფლო და „თუ სისტემას ვერ ცვლი, დასასჯელი მაღალჩინოსანი უნდა გყავდეს“.

ძაბირაძემ ამავე კონტექსტში ისიც აღნიშნა, რომ „ღარიბაშვილი არა ივანიშვილმა, არამედ სისტემამ გაწირა, რადგან საზოგადოებას სხვა ვერაფერი შესთავაზეს“.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში არის სისტემური კორუფცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ის 6-მილიონი ვიღაცას მიჰქონდა. საიდან მოდიოდა ეს ფული? - საუბარი იყო ე.წ. ატკატებზე, სახელმწიფო ქონების მართვასთან დაკავშირებულ კორუფციაზე და ასე შემდეგ. შექმნილია სისტემა, რომლითაც ფული გროვდება და ღარიბაშვილთან დაგროვილი ფული მიდიოდა.

IPN

გააგრძელეთ კითხვა