ირანი ხვალ აპირებს სიკვდილით დასაჯოს 26 წლის ახალგაზრდა, რომელიც ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობდა - საერთაშორისო ორგანიზაციები
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობით, ირანი გეგმავს სიკვდილით დასაჯოს ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილე.
არასამთავრობო ორგანიზაციების, "ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის“ (IHRNGO) და "ირანში დემოკრატიის ეროვნული კავშირის“ (NUFD) ცნობით, 26 წლის ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა ოთხშაბათს იგეგმება. ის გასულ კვირას, კარაჯში გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
"მის ოჯახს აცნობეს, რომ ერფანს სიკვდილით დასჯა მიესაჯა და სასჯელის აღსრულება 14 იანვარს არის დაგეგმილი. სასამართლოს გარეშე, პროტესტის მონაწილეთა მასობრივი სიკვდილით დასჯის რისკი მაღალია,“ - აცხადებს IHRNGO-ს დირექტორი მაჰმუდ ამირი-მოღადამი.