"საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს წინაპირობები, მოცემულ შემთხვევაში არცერთი ეს წინაპირობა სახეზე არ არის" - რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი - კვირის პალიტრა

"საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს წინაპირობები, მოცემულ შემთხვევაში არცერთი ეს წინაპირობა სახეზე არ არის" - რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი

რომეო მიქაუტაძის ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოპოვებული ინფორმაციებითა და რევიზიის აქტებით - მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმების წინაპირობა სახეზე არ არის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გამოკითხულები არიან მოწმეები, რომლებიც პირდაპირ ამხელენ რომეო მიქაუტაძეს დანაშაულის ჩადენაში.

„ბრალდების მხარემ წინა პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი გვქონდა დისკები, რომლებშიც ასახულია სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. აღნიშნული დისკების გამოკვლევა უნდოდა ბრალდების მხარეს, თუმცა დაცვის მხარემ ეს მტკიცებულებები უდაოდ ცნო.

რომეო მიქაუტაძის ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოპოვებული ინფორმაციებითა და რევიზიის აქტებით.

დარჩა 40-ზე მეტი მოწმე გამოსაკითხი და კიდევ რამდენიმე მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მოხდეს.

გააგრძელეთ კითხვა