რომეო მიქაუტაძის ადვოკატი: "თუ ბრალდების მხარეს ჰყავს ისეთი მოწმე, რომელიც დაადასტურებს ბრალდებას, ველოდებით, რომ წარმოადგინონ, თუმცა მერამდენე პროცესია, ვერ ახერხებენ ასეთი მოწმის წარმოდგენას" - კვირის პალიტრა

რომეო მიქაუტაძის ადვოკატი: "თუ ბრალდების მხარეს ჰყავს ისეთი მოწმე, რომელიც დაადასტურებს ბრალდებას, ველოდებით, რომ წარმოადგინონ, თუმცა მერამდენე პროცესია, ვერ ახერხებენ ასეთი მოწმის წარმოდგენას"

რომეო მიქაუტაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს - რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე გამოკითხული მოწმეები, რომეო მიქაუტაძის ბრალეულობას ვერ ადასტურებენ.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ფაქტობრივად უკვე გამოვიკვლიეთ, როგორც წერილობითი მტკიცებულებები. ამიტომ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ხელმეორედ, ერთი და იმავე მტკიცებულებები გამოგვეკვლია. აღნიშნული მტკიცებულებები იყო ფინანსური დოკუმენტაცია, ნებართვები და ა.შ.

ვნახეთ, რომ გამოკითხულმა მოწმეებმა არ დაადასტურეს ის ინფორმაცია, რომლებიც მათ გამოკითხვის ოქმებში იყო ასახული. შესაბამისად, ჩვენ ვაფასებთ, რომ ის მოწმეები, რომლებიც გამოიკითხნენ ვერ ადასტურებენ ვერცერთ ეპიზოდში, რომეო მიქაუტაძისთვის წარდგენილ ბრალდებას. თუ ბრალდების მხარეს ჰყავს ისეთი მოწმე, რომელიც დაადასტურებს წარდგენილ ბრალდებას, ველოდებით, რომ წარმოადგინონ, თუმცა მერამდენე პროცესია, ბრალდების მხარე ვერ ახერხებს ასეთი მოწმის წარმოდგენას.

IPN

გააგრძელეთ კითხვა