"რომ მივმართე წამებაზე, ხომ კრამიტები დაამტვრიეს იმ პოლიციელებს?" - კვირის პალიტრა

"რომ მივმართე წამებაზე, ხომ კრამიტები დაამტვრიეს იმ პოლიციელებს?"

რომ მივმართე წამებაზე, ხომ კრამიტები დაამტვრიეს იმ პოლიციელებს? - ამ სიტყვებით უპასუხა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე მზია გარშაულიშვილს კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან არაადამიანურ მოპყრობას ადგილი.

ელისაშვილმა დაკავების მომენტში პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა.

„შრამები“ დამრჩა ხელბორკილები რომ დამადეს. რა გააკეთეთ თქვენ, ქალბატონო მარიამ[პროკურორი]? 2 თვე ვერ გაიგეს ვინ იყო ის შოთა? სახელს გეუბნებით ვინცაა და თანამდებობას...ვეუბნებოდი, შე დალოცვილო შემიმსუბუქე-მეთქი, ნაჭდევები მაქვს. ჩამოაყალიბა, წამების მსხვერპლი ხარო? არ გისურვებთ თქვენ, ან თქვენი ოჯახის წევრმა 4 საათი მოჭერილი ბორკილებით იყოთ!" - განაცხადა ელისაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანომ აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინა, ელისაშვილი გამოჰკითხეს.

აღნიშნულის შემდეგ ელისაშვილმა კვლავ სიტყვით ისარგებლა და ორი წლის წინ მომხდარი ფაქტი გაიხსენა.

„სახელმწიფო კანცელარიასთან, 2 წლის წინ, 17 აპრილი იყო, 2 წელი გავიდა და არაფერი დაუდგენიათ. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ვინაობა ვუთხარი - ზაქრო ჩოხელი იყო პოლიციელი, ვინც მირტყამდა, რა თქვა შსს-მ იცით?

გააგრძელეთ კითხვა

IPN