"დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის არის ჯარიმა, არ მგონია, მაგისთვის ადამიანი 5 წლით ციხეში გაუშვან" - კვირის პალიტრა

"დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის არის ჯარიმა, არ მგონია, მაგისთვის ადამიანი 5 წლით ციხეში გაუშვან"

ახლა უკვე სახელმწიფო მოხელე, მაღალ თანამდებებებზეც კი, სამჯერ დაფიქრდება, ვიდრე რაღაცაზე ხელს მოაწერს, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავება დეკლარაციის არასწორად შევსების გამო არ მომხდარა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და თვლის, რომ კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ისეთი ფაქტები ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ბევრს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ამას ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავება მოჰყვებოდა. რას უკავშირდება? ჩემი გადმოსახედიდან, ეს არ უკავშირდება კლანებს შორის დაპირისპირებას. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ არ გვყავს ბევრი კლანი ხელისუფლებაში. არის მხოლოდ ერთი კლანი და ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

ეს დაკავება მაინც დაკავშირებულია იმასთან, რომ ყველას გვესმოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კორუფციულ გარიგებებზე. იყო ყოველთვის ეჭვები, განცდა, რომ ეს ასეა, მაგრამ ფაქტები არ ჰქონდა არავის. კორუფციული გარიგებები ბოლო წლების განმავლობაში იმდენად გავიდა კონტროლის ზონიდან, რომ „ქართულ ოცნებას“ გამოსავალი აღარ რჩებოდა, თვითონ უნდა დაერტყა ამ თემისთვის.

გააგრძელეთ კითხვა

IPN