ფილიპინებში, ნაგვის "მეწყერმა" ათეულობით ადამიანი მოიყოლა - 11 მათგანი გარდაცვლილი ამოიყვანეს: ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

ფილიპინებში, ნაგვის "მეწყერმა" ათეულობით ადამიანი მოიყოლა - 11 მათგანი გარდაცვლილი ამოიყვანეს: ტრაგედიის დეტალები

გა­სულ კვი­რას ფი­ლი­პი­ნებ­ში ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში, ქა­ლაქ სე­ბუ­ში, ბი­ნა­ლი­უს ნა­გავ­საყ­რე­ლი ჩა­მო­ი­შა­ლა, რის შე­დე­გა­დაც და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 11-მდე გა­ი­ზარ­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ტრა­გე­დი­ის დროს ნა­გავ­საყ­რელ­ზე 100-ზე მეტი მუშა იმ­ყო­ფე­ბო­და.

ამ დრო­ის­თვის, მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან 12 და­შა­ვე­ბუ­ლი ამო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა 20-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი კვლავ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მომ­ხდარს უწყვეტ წვი­მას უკავ­ში­რე­ბენ.

სე­ბუს მე­რის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე 500-ზე მეტი მაშ­ვე­ლი მუ­შა­ობს და სი­ცო­ცხლის ნიშ­ნე­ბიც არის. დე­პარ­ტა­მენ­ტმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა.

„ეს არას­დროს უნდა მომ­ხდა­რი­ყო. მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბი ად­რეც გვი­ნა­ხავს, ​​მაგ­რამ იგი­ვე საფრ­თხე­ე­ბი კვლავ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა იმე მარ­კოს­მა, რო­მელ­მაც ბი­ნა­ლი­უს ნა­გავ­საყ­რე­ლის ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა მო­ი­თხო­ვა.

გააგრძელეთ კითხვა