"ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა - დაცვის მხარე კი დღეს განმარტავდა, თითქოს, ზიანი იყო მხოლოდ შუშის ჩამტვრევა" - კვირის პალიტრა

"ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა - დაცვის მხარე კი დღეს განმარტავდა, თითქოს, ზიანი იყო მხოლოდ შუშის ჩამტვრევა"

ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ბრალდებულმა [ალეკო ელისაშვილმა] ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა - დაცვის მხარე კი დღეს განმარტავდა, რომ საერთოდ, დანაშაულებრივი ქმედება სახეზე არ იყო, ისინი განმარტავდნენ, თითქოს, ზიანი იყო მხოლოდ შუშის ჩამტვრევა, - ამის შესახებ პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოზე თავდასხმა ტერორისტულ მიზანს წარმოადგენდა.

როგორც პროკურორმა განმარტა, „სასამართლომ ბრალდების მხარის არგუმენტები მხედველობაში მიიღო და ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა“.

„რაც შეეხება კვალიფიკაციას - გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, თუმცა როდესაც ხდება მტკიცებულებების შეკრება და იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, ბუნებრივია, მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოებები, რაც მტკიცებულებების სახით არის წარმოდგენილი, საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ამის შემდეგ წყდება, რა მუხლით დაიწყება დევნა. ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება, მოწმეთა მიერ მოწოდებული ჩვენებებითა თუ ვიდეო კამერის ჩანაწერებში ასახული ინფორმაციით, დასტურდებოდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა და ბუნებრივია, მას ბრალიც წარედგინა ამავე კვალიფიკაციით. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს...

გააგრძელეთ კითხვა

IPN