"იცით, რა არის?" - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე ღარიბაშვილის დაპატიმრებაზე - კვირის პალიტრა

"იცით, რა არის?" - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე ღარიბაშვილის დაპატიმრებაზე

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბი ყო­ფილ­მა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ტვ პირ­ვე­ლის" შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა და გა­ნა­ცხა­და, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო".

"იცით რა არის? - მე სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა­ში ახლა დიდი ხა­ნია არ ვარ და არ მაქვს გეგ­მა­ში გა­ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რი. კი, მე ვთვლი, რომ ბა­ტონ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ი­ღო ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. გი­თხა­რით, კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებ, მაგ­რამ თუ მა­ინც გინ­დათ, მე ვთვლი, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი და ნამ­დვი­ლად არ ცდე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში არას­დროს... სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო ძა­ლი­ან", - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა - მას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა. ღა­რი­ბაშ­ვილს ასე­ვე, და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით და­ე­კის­რა ჯა­რი­მა 1 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბით, ასე­ვე ჩა­მო­ერ­თმე­ვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის დროს ამო­ღე­ბუ­ლი თან­ხა.

ambebi.ge