"ირანში ქუჩაში ცეკვა ან სიმღერა მორალის წინააღმდეგ მიმართულ აქტად მიიჩნევა" - 10 აკრძალვა, რისი დარღვევის შემთხვევაშიც ირანელებს ციხე და სიკვდილი ემუქრებათ
ირანი დღეს მსოფლიოს ყველაზე მღელვარე წერტილია. ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მკაცრი თეოკრატიული რეჟიმის პირობებში ცხოვრობდა, უპრეცედენტო სამოქალაქო ომის ზღვარზეა. მას შემდეგ, რაც "მორალის პოლიციის" მიერ ჰიჯაბის "არასწორად" ტარების გამო დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, წლებია ირანის ქალაქებში პროტესტის ცეცხლი არ ქრება. ქალები საჯაროდ იჭრიან თმას და წვავენ თავსაბურავებს - ეს არის პასუხი იმ აბსურდულ და რეპრესიულ სისტემაზე, რომელიც ადამიანის პირადი თავისუფლების ყველა სფეროს აკონტროლებს.
წარმოგიდგენთ 10 უმკაცრეს აკრძალვას, რომლებიც ირანელების ყოველდღიურობას ჯოჯოხეთად აქცევს:
"სავალდებულო ჰიჯაბი" და ჩაცმულობის კონტროლი
1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ირანელი ქალებისთვის თმისა და სხეულის ფორმების დაფარვა კანონად იქცა. თუმცა, დღეს ეს მხოლოდ რელიგიური წესი არაა, არამედ პოლიტიკური იარაღია. "არასწორად" ტარებად ითვლება თუნდაც რამდენიმე ღერი თმის გამოჩენა თავსაბურავიდან. მამაკაცებს კი ეკრძალებათ დასავლური სტილის "ზედმეტად მოდური" ვარცხნილობები და შორტები.
საჯარო ცეკვა და მუსიკა
ირანში ქუჩაში ცეკვა ან სიმღერა მორალის წინააღმდეგ მიმართულ აქტად მიიჩნევა. განსაკუთრებით მკაცრია მიდგომა ქალების მიმართ - მათ ეკრძალებათ საჯაროდ სოლო სიმღერა ან მამაკაცების თანდასწრებით ცეკვა. ინტერნეტში გავრცელებული მხიარული ვიდეოების გამო ასობით ახალგაზრდაა დაპატიმრებული და იძულებითი აღიარებითი ჩვენებები აქვთ მიცემული. გააგრძელეთ კითხვა