"ირანში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი სანქციების შეთავაზება მალე მოხდება - მხარს ვუჭერთ ირანელ ხალხს" - კვირის პალიტრა

"ირანში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი სანქციების შეთავაზება მალე მოხდება - მხარს ვუჭერთ ირანელ ხალხს"

ირანში მსხვერპლთა მზარდი რიცხვი საშინელებაა. ცალსახად ვგმობ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას და თავისუფლების უწყვეტ შეზღუდვას - რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი სანქციების შეთავაზება მალე მოხდება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული სანქციების რეჟიმი უკვე დაუწესა.

„ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი სანქციების შეთავაზება მალე მოხდება. მხარს ვუჭერთ ირანელ ხალხს, რომლებიც მამაცურად იბრძვიან თავისუფლებისთვის“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

IPN