"ბოროტ ივანიშვილს ძალიან შურს ჩემი ლამაზი და ნიჭიერი ოჯახის ... ბავშვს ჩემთან საუბრის უფლება ისევ წაართვეს და ზარების განხორციელება მთლიანად ამიკრძალეს" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"ბოროტ ივანიშვილს ძალიან შურს ჩემი ლამაზი და ნიჭიერი ოჯახის ... ბავშვს ჩემთან საუბრის უფლება ისევ წაართვეს და ზარების განხორციელება მთლიანად ამიკრძალეს" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შვილთან ტელეფონით საუბარი აუკრძალეს:

"სამი კვირის წინ მოვითხოვე, 2021-ში ჩემი დატყვევების დღიდან, ჩემთვის დაწესებული სატელეფონო ზარების შეზღუდვის ნაწილობრივ მაინც მოხსნა და თვეში რამდენჯერმე ალისკასთან დარეკვის უფლება.საერთოდ ეს შეზღუდვა იმიტომ წესდება, რომ ბრალდებულმა ვერ მოახერხოს მოწმეებზე ციხიდან ზეგავლენა, რაც ჩემს შემთხვევაში ისედაც აბსურდია და ნუ ალისა ვერაფრის მოწმედ ვერ ჩაითვლებოდა.ალისა ხანდახან სოფოსთან ერთად შემოდიოდა და მნახულობდა "ვივამედში" და როცა აქ გადმომიყვანეს და ვეღარ მხედავდა, ძალიან დანაღვლიანებული იყო, რადგან ვერ გაეგო თუ რა ხდებოდა. ალისასთან თვეში ოთხჯერ დარეკვის უფლება მომცეს და სამჯერ დარეკვა მოვახერხე. დღეს ე.წ. პროკურატურიდან გადმომცეს წერილი, რომ ბავშვს ჩემთან საუბრის უფლება ისევ წაართვეს და ზარების განხორციელება მთლიანად ამიკრძალეს.ეს არის შურისძიება არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ალისკაზე, რომლის მილიონიანი ვიდეოები ძალიან ბოროტ ივანიშვილს, რომელსაც უბრალოდ ძალიან შურს ჩემი ლამაზი და ნიჭიერი ოჯახის და ასევე სამკვდრო სასიცოცხლოდ ეშინია ჩემი, ძალიან აღიზიანებს. მე რომ ვერაფერი დამაკლო, ახლა ბავშვზე იყარა ჯავრი. მინდა ვუთხრა ჭორვილელ თვითგამოცხადებულ დიქტატორს - ვერ გამაჩერებთ, ბოლომდე შეგებრძოლებით და აუცილებლად დაგამარცხებთ! " - წერს მიხეილ სააკაშვილი.