"ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს რეზა ფაჰლევს ფარულად შეხვდა" - Axios
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს რეზა ფაჰლევს ფარულად შეხვდა,- ამის შესახებ გამოცემა Axios-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა ირანში მიმდინარე პროტესტს შეეხებოდა და პროტესტის დაწყებიდან ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ირანის ოპიზიციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის.
"ინტერპრესნიუსი"