ზელენსკი ტიმოშენკოს დაიჭერს?! - ახალი კორუფციული სკანდალი უკრაინაში: დეპუტატების მოქრთამვის საქმე - კვირის პალიტრა

ზელენსკი ტიმოშენკოს დაიჭერს?! - ახალი კორუფციული სკანდალი უკრაინაში: დეპუტატების მოქრთამვის საქმე

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სის“ (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ვერხოვნა რადის ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი - სავარაუდოდ, იულია ტიმოშენკო - კორუფციულ ქმედებაში ამხილა“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის პარლამენტის (ვერხოვნა რადას) ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი კორუფციაშია მხილებული. როგორც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის ერთ-ერთი ცნობილი წევრი პოლიტიკოსი დეპუტატებს ქრთამს სთავაზობდა, გარკვეული კანონპროექტებისთვის ხმის მისაცემად, კენჭისყრის დროს (ან წინააღმდეგ, ან მომხრედ).

მართალია, პოლიტიკოსის ვინაობა დასახელებული არ არის (უფრო დაწვრილებით ამაზე მოგვიანებით იქნება გამოცხადებული), მაგრამ ВВС-ის უკრაინულმა სამსახურმა სხვადასხვა წყაროს მეშვეობით გაარკვია, რომ ეჭვმიტანილი პოლიტიკოსია იულია ტიმოშენკო, ფრაქცია „ბატკივშინას“ ხელმძღვანელი.

იულია ტიმოშენკოსა და ფრაქციის წევრებს აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, გასული ღამის განმავლობაში კიევში, ტუროვსკაიას ქუჩაზე მდებარე „ბატკივშინას“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

ვერხოვნა რადის დეპუტატი ალექსი გონჩარენკოც ამბობს, რომ ეჭვმიტანილი იულია ტიმოშენკოა. მისი მონაცემებით, იულია ტიმოშენკოს გარემოცვიდან ვიღაცამ ხმების მოსყიდვის მიზნით გამართული მოლაპარაკების მამხილებელი მასალები ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცა.

ანტიკორუფციულმა პროკურატურამ საქმე აღძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

ანტიკორუფციულმა ბიურომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაავრცელა ინფორმაცია, ვერხოვნა რადაში მექრთამეობის შესახებ, კანონპროექტებისათვის ხმის მიცემის საკითხში. მასმედიის აზრით, საქმე ეხებოდა მმართველი პარტია - „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრ დეპუტატებს. სიტუაცია თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ ახლა ისევ „იფეთქა“...

ასევე დაგაინტერესებთ: სკანდალური სტატია: „მოვიდა ნატოდან ბრიტანეთის გასვლის დროც" - The Daily Telegraph

"2027 წლის მარტი. დილის ბინდბუნდში რუსული ტანკები ლატვიის საზღვარზე გადადიან და..." - რუსეთ-ევროპის ომის სცენარი: ვინ მოიგებს?!

ვოლოდიმირ ზელენსკის "მემკვიდრე": კირილ ბუდანოვი?! - უკრაინის პრეზიდენტის დილემა, კორუფციული სკანდალისა და კრიზისის ფონზე

"ომი" სექს-სიმბოლოსთან: რატომ შერაცხა ვატიკანმა ბრიჯიტ ბარდო "ბოროტების განსახიერებად" - „მე ყოველთვის ვნებიან ურთიერთობას ვეძებდი, ამიტომაც ქმრებს ხშირად ვღალატობდი..."

ვინ არის იულია ტიმოშენკო? იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი უკრაინელი პოლიტიკოსია. ლეონიდ კუჩმას პრეზიდენტობის დროს იგი დაკავებული იყო სისხლის სამართლის ბრალდების საფუძველზე, თუმცა საქმეს „შეთხზულს“ და „პოლიტიკურს“ უწოდებდნენ.

2005 წლიდან, ნარინჯოვანი რევოლუციის შემდეგ, იულია ტიმოშენკო ორჯერ იყო უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი (პრემიერ-მინისტრი), ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს.

როცა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გახდა, პარტია „ბატკივშინის“ ხელმძღვანელი იულია ტიმოშენკო ისევ დააკავეს, ამჯერად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით და საპყრობილეში მოათავსეს. იგი სასჯელს რამდენიმე წლის განმავლობაში იხდიდა (ნაწილობრივ - საავადმყოფოს პირობებში) და გათავისუფლებული იქნა „ღირსების რევოლუციის“ („მაიდნის“) შედეგად. მისი პატიმრობა, ისევე, როგორც ადრე, „პოლიტიკურად“ შეფასდა.

პეტრო პოროშენკოსა და ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის დროს იულია ტიმოშენკო უკრაინის პარლამენტში თავისი პარტიის ფრაქციას ხელმძღვანელობს. მან ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი საპრეზიდენტო არჩევნებში: 2010 წელს წააგო ვიქტორ იანუკოვიჩთან, ხოლო 2014 წელს - პეტრო პოროშენკოსთან. 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მიღებული ხმების რაოდენობით მესამე ადგილი დაიკავა.

ბოლო წლების განმავლობაში იულია ტიმოშენკო და მისი გუნდი თანმიმდევრულად აკრიტიკებდნენ უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობას, განსაკუთრებით კი - ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს და სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო