"ირანელო ჯარისკაცებო, გადადით ხალხის მხარეს!" - რეზა ფეჰლევი - კვირის პალიტრა

"ირანელო ჯარისკაცებო, გადადით ხალხის მხარეს!" - რეზა ფეჰლევი

ირანის ყოფილი შაჰის შვილი რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ, არმიის წევრებს კი საზოგადოების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს.

„ჩემო თანამემამულეებო, მსოფლიომ არა მხოლოდ დაინახა და გაიგო თქვენი ხმა და გამბედაობა - ის ახლა პასუხობს. ალბათ, უკვე მოისმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართვა. დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით. ნუ მისცემთ ამ რეჟიმს უფლებას, შექმნას ილუზია, რომ ცხოვრება ნორმალურია. ყველა ამ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ჩვენსა და რეჟიმს შორის სისხლის ზღვაა“, - აცხადებს რეზა ფეჰლევი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

„ასევე მაქვს განსაკუთრებული მიმართვა არმიის წევრებისთვის: თქვენ ხართ ირანის ეროვნული არმია, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი თანამემამულეების სიცოცხლე. დიდი დრო არ გაქვთ. შეუერთდით მათ რაც შეიძლება მალე“, - აცხადებს ფეჰლევი.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა